logo
ENG



ინციდენტის თვითმხილველი: როდესაც პოლიციამ გააშველა გიგის და გოკას ცემის კვალი ეტყობოდათ

11 დეკ 201923:33
3 წუთის საკითხავი
 
3rdejmaam37185i.jpg

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაუკავშირდა თვითმხილველი, რომელიც როგორც თვითონ ამბობს შეესწრო ოპოზიციის ლიდერებზე გოკა გაბაშვილსა და გიგი უგულავაზე თავდასხმას აეროპორტში.

მისი განცხადებით, მან გამოთქვა სურვილი პოლიციისთვის, როგორც თვითმხილველს რაიმე ინფორმაცია მიეწოდებინა მაგრამ ისინი არ დაინტერესდნენ.

„ვიდექით მე და გიგი „Duty free“- სთან ზურგით, წინ იჯდა გოკა. ამ დროს უკან მხრიდან შემოვიდა ვიღაც. თავიდან ისე დაიწყო ლაპარაკი მეგონა მათი ნაცნობი იყო, რადგან ტექსტი იყო ასეთი: კარგად კი გამომჯდარხართ აქ და ა.შ. ჩავთვალე, რომ ვიღაც ნაცნობი იყო და ყურადღება არ მიმიქცევია. რეაქციიდან გამომდინარე მერე მივხვდი, რომ ნაცნობი არ იყო. საუბარი იყო უფრო პოლიტიკურ კონტექსტზე, 9 წელზე და 10 წელზე. პოლიციამ, როდესაც გააშველა იმას ცემის არაფერი არ ეტყობოდა ვიზუალურად, ხოლო გიგის და გოკას ცემის კვალი ეტყობოდათ. როდესაც პოლიცია მოვიდა გიგის და გოკას მაშინვე უთხრეს, რომ რეისიდან უნდა მოეხსნათ. გიგიმ ეს რამდენჯერმე გააპროტესტა და თქვა, რომ გაფრინდებოდა, თუმცა პოლიციამ განაცხადა, რომ ამის შანსი არ იყო და სიტუაციიდან გამომდინარე უნდა მოეხსნათ რეისიდან. მე პოლიციას მაშინვე ვუთხარი, რომ რახან ამ ამბის თვითმხილველი ვიყავი, მზად ვიყავი ამ თემაზე ჩვენება მიმეცა. პოლიციამ გიგისთნ და გოკასთან ერთად დატოვა აეროპორტი, მერე პოლიციელების სხვა ჯგუფთან მივედი დამეცადა თუ არა, ან მიმეცა თუ არა ჩემი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, მათ კი მითხრეს, რომ ისინი საქმის კურსში არ იყვნენ და ვერაფერს ამ თემაზე ვერ მეტყოდნენ“, - განაცხადა ინცინდენტის თვითმხილველმა ქალბატონმა.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას და გიორგი გაბაშვილს თბილისის აეროპორტში თავს ორი პირი დაესხა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგი უგულავას ცოტა ხნის წინ ბრალი წარუდგინეს​ეს იმ ინციდენტის და თავდასხმის გამო ხდება, რომელიც დღეს აეროპორტში მოხდა. 

უგულავას განცხადებით, ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ევროპული საქართველოს წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ხვალ ან ზეგ პასპორტი ჩამოართვან და ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდონ.


close დახურვა